logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატოს წევრობისკენ
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატოს წევრობისკენ
22:02 21.03.2018
"ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარსდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატოში წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, გაძლიერდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა.

მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო კომისია წარმოადგენს ფორმატს, რომელიც ახდენს ქვეყნის შიგნით ნატოში ინტეგრაციის პროცესში საჭირო რეფორმების კოორდინაციას.

„ჩვენ დღეს დავამტკიცეთ 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა. 2017 წლის პროგრამა ჩვენ წარმატებით შევასრულეთ და ეს აღინიშნა იანვრის ბოლოს გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.

საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ნატოში წევრობისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმები. საქართველო, ასევე წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატოს წევრობისკენ. ეს წარმატება აღიარებულია ნატოს წევრი ქვეყნების მიერ. ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარსდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატოში წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, გაძლიერდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა. ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ ყველა ინსტრუმენტის განხორციელების პროცესში. ეს აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ასევე, ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

სამთავრობო სტრუქტურაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიბარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა