logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს
14:29 21.03.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი

მიულოცა.
მთავრობის მეთაურის მილოცვა მოსახლეობას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო.
“ჩემო ძმებო, ჩემო აზერბაიჯანელებო! გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! ამ ლამაზ დღესასწაულს - ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეს!
ვუერთდები თქვენს ზეიმს, თქვენს სიხარულს მთელი გულით ვიზიარებ.
ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ყოველთვის იზიარებდნენ. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის.
მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძვირფასია.
ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.
მე, როგორც ყოველთვის, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს, ჩვენი თანამემამულის ცხედარს უნდა მივაგოთ სათანადო პატივი, ამიტომ, სამწუხაროდ, ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვარ.
თუმცა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!
გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლასა და გაძლიერებას”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა