logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შოთა შალელაშვილი: რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებული რეზოლუცია სრულად პასუხობს ჩვენი მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და ინტერესებს
შოთა შალელაშვილი: რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებული რეზოლუცია სრულად პასუხობს ჩვენი მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და ინტერესებს
14:23 21.03.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან და ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან’’ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შალელიშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
,,მსურს გამოვეხმაურო ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ფაქტს და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ასევე სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს ტრაგედია მიმაჩნია საერთო-საყოველთაო მწუხარებად.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევასთან - ოკუპაციასთან მიმართებით პარლამენტში გვაქვს ბოლო დროისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მზაობა, რაც გამოხატულ იქნა რეზოლუციასთან დაკავშირებით. დოკუმენტის შინაარსი სრულად პასუხობს ჩვენი მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და ინტერესებს, მიუხედავად ოკუპაციის და ანექსიის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა, ჩვენ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კვლავ ვინარჩუნებთ კონსტრუქციულ მიდგომას და ვაცხადებთ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს.
ჩვენ, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუვალობასთან დაკავშირებით, ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ასევე ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, საოკუპაციო ხაზთან აღმართულ მავთულხლართებს და სხვა ბარიერებს, რომელიც ხელს უშლის ჩვენს სახელმწიფოს და ინსტიტუციებს კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაში და დევნილი საზოგადოების საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში.



,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის’’ ფორმირება, ეს არის სრულიად სამართლიანი და პრინციპული ნაბიჯი ქვეყნისთვის, რომელიც შეურიგებელია მის ტერიტორიაზე ოკუპაციის და სეპარატიზმის ფაქტის მიმართ და ყოველმხრივ ცდილობს არაღიარების პოლიტიკის განუხრელად გატარებას, დეოკუპაციას და 300 000 -მდე დევნილის საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებას.

მსურს, მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მთელი დიპლომატიური ძალისხმევა იქნას მიმართული რეზოლუციის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის და მის მიღებამდეც კი აქტიურად წარიმართოს ამ საკითხზე ეფექტური მუშაობა, რათა თითოეულმა დამნაშავე პირმა გააცნობიეროს, რომ ქართული სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შეურიგებლები ვართ ჩვენს ტერიტორიაზე კრიმინალის მიმართ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერ მათ უკანონო მოქმედებას ექნება უმკაცრესი რეაგირება ‘’ - ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა