პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ე.წ. „ატსტუპნიკებისა“ და დევნილთა წარმომადგენლები იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსთან შესახვედრად პარლამენტის შენობაში შეიყვანეს.
„ატსტუპნიკები“ და დევნილები დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით, დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ.
როგორც პარლამენტში შესვლამდე ლაღიძემ განაცხადა, ბოლო დროს გამართული უამრავი აქციის მიუხედავად, ეს ადამიანები კვლავ საცხოვრებელი ფართების გარეშე არიან. „მოვითხოვთ პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა ამ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ გასცენ პასუხი შეკითხვებზე და მათი პრობლემები გადაწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დევნილები და „ატსუპნიკები“ პარლამენტის შენობასთან შიმშილობას დაიწყებენ“ - განაცხადა ლაღიძემ.

















