logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის შესაძლოა დაწესებული სანქციები შეიცვალოს
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის შესაძლოა დაწესებული სანქციები შეიცვალოს
00:25 21.03.2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. პარლამენტის წევრების ინიცირების წესით მომზადებული კანონპროექტი, კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო. მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან ამოქმედდა დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. მისივე შეფასებით, მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგულაციასთან მიმართებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რამაც კანონში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა. გიორგი კახიანის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელის მიხედვითაც, დეკლარაციის „არაარსებითი დარღვევის“ არსებობის შემთხვევაში დეკლარანტს ფულადი სანქციის ნაცვლად, შესაძლოა პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიეცეს. საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებები კომიტეტის წევრებმა, საჯარო სამსახურის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
სხდომაზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზეც იმსჯელეს, რომელიც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობის პირი - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარის დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოსზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვრით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. მისი ინფორმაციით, პროექტის მომზადება ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებამ განაპირობა. კერძოდ კი, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებების და კომენტარების გაკეთება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, აღნიშნული პროცესი კი კანონშემოქმედებით საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და რიგი ნორმები და მიდგომები კიდევ უფრო დაიხვეწა და გასწორდა.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება ახალი ფრაქციების შექმნამ განაპირობა, რამაც კომისიის წევრთა რაოდენობის გაზრდა განაპირობა. კერძოდ კი, 14 კაციანი კომისია 16 წევრამდე გაიზარდა, სადაც 8 წევრი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ხოლო დარჩენილი 8 ადგილი უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებისთვის განისაზღვრა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა. სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა