logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის მიმართულებით
17:14 20.03.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან სასამართლო რეფორმის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს, მაგრამ აუცილებელია შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელებისათვის.
ამის შესახებ კობახიძემ სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე განაცხადა.


„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თუმცა რჩება გარკვეული გამოწვევები, სირთულეები, პრობლემები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, ერთად გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, გამოვკვეთოთ სირთულეები, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში, ერთად განვიხილოთ დამატებით, თუ რა არის გასაუმჯობესებელი და ამის საფუძველზე შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელებისათვის“-განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მიესალმა და ჩართულობისთვის და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლო რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.



„მინდა მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად, ბატონ კრისტიან ურსეს და მივესალმო მას. ასევე მინდა მივესალმო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ჩემს კოლეგებს და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლებია გვეხმარებიან და მინდა მივესალმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თითოეული თქვენგანის როლი არის უმნიშვნელოვანესი იმ საქმეში, რასაც სასამართლოს როგორც დამოუკიდებლობის განმტკიცება, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესება ჰქვია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ირაკლი კობახიძემ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, რომელიც სასამართლო რეფორმის მიმართულებით 2012 წლის შემდეგ არსებობს, რჩება გარკვეული გამოწვევები და მსგავსი შეხვედრები არის კარგი საშუალება, იმისთვის, რომ გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა და შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის შემდეგი ეტაპის განხორციელებისათვის.



შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.



იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს უკვე გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა ყველა ის აქტივობა, რაც მსგავს ფორმატში განხორციელებულა და ისაუბრა იმ მოვლენების მნიშვნელობაზე, რაც სასამართლოს ირგვლივ ვითარდება და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა იქნა დამტკიცებული. სტრატეგიის შემუშავების პროცესში მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, მჭიდრო კომუნიკაცი იყო საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,“-განაცხადა ნინო გვენეტაძემ. მან საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს შეხვედრების ორგანიზებისთვის და სასამართლო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.



შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. მან მსგავსი პლატფორმების ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს არა მხოლოდ კარგ ფორმატს იმისათვის, რომ ქვეყნის სტრუქტურებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ეს პლატფორმა წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას, რომ მოხდეს კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებს შორის. ევროსაბჭო თავიდანვე მხარს უჭერს და ხელს უწყობს ამ პროცესის განვითარებას“,-განაცხადა კრისტიან ურსემ.



სამუშაო შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.



სამუშაო შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა