logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს
13:37 20.03.2018
პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული პროექტის საჯარო განხილვის გამართვა და საპენსიო რეფორმის პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვა.
ნაცვლიშვილის განცახდებით, მტავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის გადაწყვეტილებას საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს, რომელიც ჩვენი შეფასებით, დაჩქარებული ტემპებით წარიმართა. გვინდა მივმართოთ მთავრობას - სანამ არ მოხდება რეფორმის სხვადასხვა ალტერნატივების ფართო განხილვა, მანამდე შეჩერდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის განხილვის პროცესი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მიდგომა წარმოადგინა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს.

„ფრაქციის მიერ მომზადებულ საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია და შემდეგ განსხვავებებს მოიცავს:

1. იმ 750 ათასი პენსიონერისთვისაც, რომლებიც დღეს არიან პენსიაზე, საბაზისო პენსია გაიზრდება ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად და შეადგენს საშუალო ხელფასის მინიმუმ 17%-ს.

2. ჩვენი სქემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს მეორე სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორისი სოლიდარობის პრინციპს, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2%+2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს, როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგოც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.

3. მესამე სვეტი გულისხმობს ინდივიდუალურ დაგროვებას - 2% კონტრიბუციის სახით - იქნება სავალდებულო ყველასათვის, ხოლო ნებაყოფლობითი - 50 წელს გადაცილებული დასაქმებულებისათვის“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის წევრმა საპენსიო რეფორმის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაიწყება, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, პროექტი ფართო საზოგადოებას წარედგინება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა