საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია
დეცენტრალიზაციის პროცესში საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ კობახიძემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტალიზაციის არსებობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება.
მისი განცხადებით, დღეს ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი შტოები შეთანხმებული არიან ამ რეფორმის აუცილებლობაზე.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერების მეშვეობით ქვეყანაში რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებისთვის ხორციელდება.
წინამდებარე პროექტი ფართო ინიციატივის შემადგენელია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

















