ჩინეთი -ცნობილმა ჩინურმა მედია სააგენტომ „Home And Abroad News Press“ სააგენტოს 17 წლისთავის
საიუბილეო მიღებაზე, საქართველოს ელჩი დავით აფციაური, როგორც „წლის ახალი ამბების ადამიანი“ დააჯილდოვა და საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისათვის ჯილდო გადასცა.
მიღებაზე საქართველოს ელჩი სიტყვით გამოვიდა და ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების სწრაფ დინამიკაზე ისაუბრა. დავით აფციაურმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დაჯილდოვებისთვის,რაც,ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.
აღსანიშნავია,რომ სააგენტოს საიუბილეო საღამოზე მოსულ 200-მდე სტუმარს, კომპანია „ქვევრი“ ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

















