logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში
10:07 20.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის მისი 4 წლიანი მისიის განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონი ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებაში“- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ბევრს არ ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ჰყავს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნება და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელჩს, რამეთუ იგი ჭეშმარიტად შესანიშნავი წარმომადგენელი იყო თავის ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების და შესანიშნავი ელჩი იყო საქართველოსათვის და მე გული მწყდება, რომ იგი ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. იგი საქართველოს ერთგული მეგობარია და ჩვენ მადლიერი ვართ მისი ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის. მე მსურს ბატონ ელჩს წარმატება ვუსურვო მის მომავალ საქმიანობაში ჩიკაგოში და კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსთან მეგობრობისათვის, თანამშრომლობისათვის, მასპინძლობისათვის და გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. „მე ჩემს საქართველოში ყოფნის დროსა და მისიას ერთ ფრაზაში ჩავატევდი: თქვენი გააკეთეთ სუვერენული არჩევანი, გახდეთ დასავლური სამყაროს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბედი დაკავშირებულია დასავლურ სამყაროსთან,“-განაცხადა იან კელიმ. მან საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კურსს შეინარჩუნებს და მტკიცედ იდგება საკუთარი სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა