logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
09:42 20.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს დემეტრის სილურისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და კვიპროს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ისტორიული უწოდა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კვიპროსულ მხარეს არქიეპისკოპოს ქრისოსტომოს მეორისა და კვიპროსის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც 2018 წელს საქართველოს მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიას კვიპროსში გადაეცა მიწის ნაკვეთი.

კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ კვიპროსი განუხრელად უჭერს საქართველოს მხარს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დაადასტურა ამ მიმართულებით პარლამენტებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მზაობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი პოტენციალი არსებობს ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად, იზრდება ტურისტების რაოდენობა, რასაც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. საუბრისას გამოიკვეთა ის კონკრეტული სფეროები, სადაც ორივე ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება არის შესაძლებელი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა