logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
19:00 19.03.2018
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა,რომელშიც ხაზგასმულია პარლამენტის როლი საქართველოს გარემოსდაცვით გამოწვევებთან ბრძოლაში და აღწერილია კონკრეტული გზები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითაა შემუშავებული და მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გარემოს დაცვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაა.
პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარისიომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი ბრეგაძემ.
მათ ისაუბრეს კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, პარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობაზე მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეთა ჩართულობაზე ამ პროცესში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმადაადასტურეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგანც ის პირდაპირ უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროცესს. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლებიც საქართველომ უნდა დაიცვას და ამ პროცესის წარმატებაში საქართველოს პარლამენტს უდიდესი როლი აკისრია. გარდა ამისა, ევროკავშირის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი გაზრდის საზედამხედველო ფუნქციას,რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს ეხება. ეს არის ახალი ინიციატივა და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტი ძალიან წარმატებული იქნებაამ საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარისიომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობას.
შეკრებილთ ასევე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქციის ერთ-ერთი პირველი და მთავარი პრიორიტეტიიქნება გარემოსდაცვითი მიმართულებით საქმიანობა და მხარდაჭერა იმ კომიტეტის, რომელიც წარმატებით ართმევს თავს ფუნქცია-მოვალეობებს და თავის საქმიანობაშინერგავს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ მიმართულებას, რომელმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების პრევენცია უნდა უზრუნველყოს.
„გარემოს დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის, მათ შორის, ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა და საერთაშორისო ურთიერთობები. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში,საქართველომ კონკრეტული გარემოსდაცვითი ვალდებულებები აიღო. პარლამენტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ვალდებულებების წარმატებით შესრულებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დეტალური წარდგენისას და კომიტეტის ახალ ინიციტივებზე საუბრისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა