logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე  დანაშაული აქვთ ჩადენილი
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული აქვთ ჩადენილი
16:37 19.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კბახიძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული. მუშაობა ამაზე არის დაწყებული და სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. მუშაობა დაწყებულია, მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის",- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ სამართალი ყველა დამნაშავე პირის მიმართ აღსრულდეს და რეზოლუცია ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ მეტად გააქტიურდეს. მისივე თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, ნათლად არის დაფიქსირებული ერთიანი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

"ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა