logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამკვიდრებთ ისეთ სისტემას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამკვიდრებთ ისეთ სისტემას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან
15:45 19.03.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ისეთ სისტემას ამკვიდრებს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან.
კობახიძის თქმით, ეს მე-9 მოწვევის პარლამენტის საუკეთესო მიღწევაა.
ამის შესახებ კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ რედაქციული შესწორებები. შინაარსობრივად, ბუნებრივია, ტექსტში აღარაფერი არ იცვლება. რაც შეეხება ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმას. ყველას პასუხი გასცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ, სადაც არის აღნიშნული იმ ფუნდამენტური პროგრესის შესახებ, რომელიც განიცადა ჩვენმა ძირითადმა კანონმა. ჩვენ ვამკვიდრებთ ისეთ სისტემას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან. ეს არის მე-9 მოწვევის პარლამენტის საუკეთესო მიღწევა“ - განაცხადა კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ''საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით, ერთხმად, მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს კონსტიტუციურ კანონპროექტში შეტანილი ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო. ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

კანონპროექტის მიზანია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად:

• საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“;

• ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები საკითხებს არეგულირებს.

• საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია;

• პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;

• მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ;

• 50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით -„საარჩევნო კოლეგიის წევრით“;

• ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება;

• კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე არიან, ხოლო ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის 116 წევრი.



კონსტიტუციური კანონპროექტი, მესამე მოსმენით, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა