საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხებში
საქართველოს მთავრობის მრჩეველს, გენერალმა სერ გარი ჯონსონმა დღეს პარლამენტში შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაკეთებულ ჩანაწერებზე და საქართველოს კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ინგლისელ სტუმარს კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას გაწეული დახმარებისა და რეკომენდაციებისათვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ სერ გარი ჯონსონი ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის პროცესშიც ჩაერთვება და პარლამენტის წევრებს საკუთარ რჩევებს გაუზიარებს.

















