logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დემეტრის სილურისს შეხვდა
ირაკლი კობახიძე კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დემეტრის სილურისს შეხვდა
14:55 19.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დემეტრის სილურისი მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები დინამიურად ვითარდებოდა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში პირველად იმყოფება კვიპროსის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი.

ირაკლი კობახიძემ დემეტრის სილურისს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კვიპროსის რესპუბლიკის მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის სამონასტროდ მიწის გადმოცემის გამო. აქვე აღინიშნა, რომ საერთო რელიგია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხალხებს შორის გაძლიერდეს კულტურული კავშირები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტებს შეუძლიათ განსაკუთრებული წვლილის შეტანა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. აგრეთვე, განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

დემეტრის სილურისმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე კვიპროსმა საქართველოს გაუზიაროს თავისი საუკეთესო გამოცდილება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ირაკლი კობახიძემ დემეტრის სილურისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კვიპროსელ კოლეგას გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული სისტემისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ დემეტრის სილურისმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ჩემს კოლეგას, ბატონ დემეტრის სილურისს.

ეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე 25 წელია დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები, დღემდე, ასეთი მაღალი დონის საპარლამენტოს ვიზიტი საქართველოში კვიპროსის მხრიდან არ ყოფილა და მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობები ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან პოზიტიურად და დინამიურად ვითარდებოდა. გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები, რაზეც ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები ორივე ქვეყანას საერთო აქვს და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი ძალისხმევა მნიშნელოვანია. ირაკლი კობახიძის თქმით, მათი მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირებს. მეგობრობის ჯგუფები კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის და მოტივაცია ჩვენი მხრიდან, რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში, არის ძალიან მაღალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, დღეს პირველად განხორციელდა ოფიციალური ვიზიტი. დემეტრის სილურისმა ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე ჩვენი თანამშრომლობა და განსაკუთრებით იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მოძრაობის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და პატივი ეცეს სახელმწიფოს საზღვრებს,“ - განაცხადა დემეტრის სილურისმა. მან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, პრაქტიკულად გადავდგათ ნაბიჯები და განვახორციელოთ სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა როგორც ეკონომიკურ, ასევე, ტურიზმის და საერთაშორისო მიმართულებით, კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის. კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში აშენდება ქართული მონასტერი. აქ უკვე ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები და ეს ჩვენი ქვეყნის უძველესი რეგიონია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ განვავითარებთ და გავაღრმავებთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ვოლსკი და სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგა გულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა