პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს რუსეთის წინააღმდეგ შედგენილ რეზოლუციას
განიხილავენ.
პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგენს.
დოკუმენტში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ საკითხები და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა“ მოცემული. პროექტი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელშიც უმცირესობის ინიციატივაცაა ასახული.

















