logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა
აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა
09:35 19.03.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, 19-20 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა.



ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე შეხვედრებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, არა ბაბლოიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, იაკობ იაკობიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ლევონ ალთუნიანთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ალექსანდრ ბაზარჩიანთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება დელეგაციის წევრების და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციაც.



შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესის შესახებ ისაუბრებს. საუბარი, ასევე, სომხეთის რესპუბლიკაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCTC) დანერგვას და ამ მიმართულებით, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეეხება.



სამუშაო ვიზიტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა