კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩვნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას მომავალი კვირის დასაწყისში დაასრულებს.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა კოალიციის ყველა სუბიექტის მონაწილეობით და მათთან შეთანხმებით მოხდა.
„არასდროს ვიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, მაჟორიტარების შერჩევის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საბჭო და ჩვენი გუნდის ყველა წევრი. მაჟორიტარულ ოლქებში კნდიდატების შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული იყო, თუმცა, ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მომავალი კვირის დასაწყისში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისსა და დანარჩენ რეგიონებშიც წარადგენს.
მისი თქმით, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე რაიონი მაგალითად, ახალქალაქი. ივანიშვილის განცხადებით, ამ რაიონიდან წარდგენილი კანდიდატი ეთნიკური სომეხი იქნება.

















