logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „ქართული ოცნება“: პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით
„ქართული ოცნება“: პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით
17:03 16.03.2018
ფრაქცია "ქართული ოცნება -სოციალ-დემოკრატები" განცხადებას ავრცელებს, სადაც ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი ულტიმატუმით გამოსვლას პასუხობენ.
როგორც ფრაქციის განცხადებაშია ნათქვამი, ის რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული პოლიტიკური გაერთიანებებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მოულოდნელი არ ყოფილა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ე.წ. „პროდასვალური“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის გზაზე ჩვენს პოზიციებს.
ჩვენთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული მარგინალური, მცირე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის აღნიშნული განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, ვინაიდან, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგებთან.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია. სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯნებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „პროდასავლურებად“, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისაგან, მხედველობაში გვაქვს NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტემბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიესალმება „საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად“. ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის - იან კელისა და სხვათა განცხადებები.

დარწმუნებული ვართ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი და რაც მთავარია საზოგადოება, არანაირ ყურადღებას არ აქცევს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტების პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს და სრულად მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზით კონფლიქტების მოგვარების თაობაზე“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა