logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ
ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ
14:35 16.03.2018

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო

ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემუშავებული ცვლილებები კონსტიტუციის ტექსტს აუმჯობესებს და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ეყრდნობა.
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.გარდა ამისა, ვენეციის კომისია იმ გარდამავალ ზომებს მიესალმება, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის 5-დან 3პროცენტამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადადდაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობასსაქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს.
ამასთან, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზეგადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო,მცირე პარტიებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფას ემსახურება.
„ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციასსაპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისადა ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნებავენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
დოკუმენტში დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა