ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით
ზამბიის დედაქალაქ ლუსაკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ზამბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის მუდმივმოქმედ მდივანთან,მინისტრის მოადგილესთან და საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჩალვე ლომბესთან. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ზამბიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ზამბიას შორის პარტნიორული კავშირების განვითარების მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების საფუძველზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა, ასევე, გამართა შეხვედრები ზამბიის განათლების მინისტრთან, დევიდ მაბუმბასთან, ზამბიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან პერი მაპანისთან და ზამბიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

















