საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქობულეთს ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესის“ აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტს ქობულეთის დასასვენებელ პარკში ელოდებიან.
იგი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა, რაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, 6 ობიექტის მშენებელობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორისაა, პარკში ამფითეატრის მშენებლობა. გარდა ამისა, ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 3 მლნ 93 ათასი ლარია გამოყოფილი.

















