logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
18:00 15.03.2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროქტები პირველი მოსმენისთვის განიხილა.



როგორც კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა, ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია მაქსიმალურად განტვირთოს და უფრო მოწესრიგებული გახადოს საგზაო მოძრაობა დედაქალაქში.



„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ: გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე, დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება; დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერებისთვის ან დგომის წესის დარღვევისთვის გათვალიწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა; მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა.



სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკითხის ირგვლივ დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები. კანონპროექტების ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს შემოთავაზებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გოგა გულორდავამ წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა.



მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვრით.



დღესვე კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა