logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბაქოში აზერბაიჯანი, საქართველო, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
ბაქოში აზერბაიჯანი, საქართველო, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
17:40 15.03.2018
ბაქოში ოთხმხრივ ფორმატში, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს - ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმის, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამმხრივ ფორმატებში, თუმცა ოთხმრივ ფორმატში არსებობს ახალი შესაძლებლობები და ჩვენი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული რეგიონის სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მეტი ხალხთაშორისი კონტაქტებისთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელიც ამ ფორმატისთვის სახელმძღვანელო იქნება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, პირველ რიგში კი ეს ეხება სამხრეთ დასავლეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველოს, ოთხივე ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.



მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივი ფორმატში სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა