logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე თურქ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე თურქ კოლეგას შეხვდა
15:43 15.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავეშოღლუსთან გამართა შეხვედრა.

მინისტრებმა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატებში მაღალი შეფასება მისცეს. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ აზერბაიჯანი-საქართველო-ირანი-თურქეთის თანამშრომლობის ოთხმრივ ფორმატს, რომლის პირველი შეხვედრაც ბაქოში იმართება.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობას საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში.

მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსა და ნატო-ს მომავლ სამიტზე. თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი მომავალშიც ყველა შესაბამის ფორმატში გააგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მოიწვია. მევლუთ ჩავიშოღლუმ მიულოცა საქართველოს საიუბილეო თარიღი.

მიხილ ჯანელიძე ბაქოს სამუშაო ვიზიტით 14-15 მარტს სტუმრობს. მინისტრი მონაწილეობს აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივ შეხვედრაში, მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბაქოს გლობალურ ფორუმში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა