logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს სესიაზე საქართველოში ქალების გასაძლიერებლად განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს სესიაზე საქართველოში ქალების გასაძლიერებლად განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
13:15 15.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, გენერალური დისკუსიის ფარგლებში სესიის მონაწილეებს, იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება სიტყვით მიმართა.
ჩუგოშვილმა ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში უშლის ხელს.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას ეძღვნებოდა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამ საკითხში საქართველოს ინტერესს და ჩართულობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. მიმოიხილა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა 2017 წელს ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პირდაპირ კავშირშია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან, შრომის უფლებებთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე წვდომასთან. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე, რასაც, თავის მხრივ, ცვლილებები მოჰყვა 20-ზე მეტ კანონპროექტში. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომისიას კიდევ ერთხელ ამცნო საქართველოს ინტერესი და ჩართულობა სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე და მიმოიხილა, ქვეყანაში ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები.
გამოსვლის ბოლოს, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა რეალური გაძლიერება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების არსებობით ხდება, რასაც მოჰყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის შემოღების განხილვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა