logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ჯანდაცვის კომიტეტში „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის კომიტეტში „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18:37 14.03.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საკანონმდებლო ინიციატივის „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტის შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოქალაქეების უსახლკაროდ დარჩენისაგან დაცვას და კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების დაბალანსებას ითვალისწინებს.



ინიციატორთა განმარტებით კანონპროექტმა უნდა მოაწესრიგოს საქართველოს ტერიტორიაზე „ბოლო საცხოვრისის“ მიმართ იძულებითი აღსრულების წესი და პირობები. ასევე განიმარტება „ბოლო საცხოვრისისა“ და „ოჯახის წევრის“ და სხვა ცნებები. პროექტით განისაზღვრება აღსრულების თავისებურებანი და შესაბამისი პროცედურები.



გასული წლის დეკემბერში, როდესაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განსახილველად შემოვიდა კანონპროექტი, განხილვის შემდეგ კომიტეტმა დოკუმენტი არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია და დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით მიზანშეწონილად ჩათვალა სამუშაო ჯგუფის შექმნა.



დღეს გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრებები და წინადადებები გამოითქვა. განსაკუთრებული ყურადღება ტერმინთა განმარტების საკითხს დაეთმო. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებს შესთავაზა უახლოეს დღეებში თავიანთი არგუმენტირებული წინადადებები წარმოადგინონ „ბოლო საცხოვრისის“, „ოჯახის წევრის“ და სხვა ტერმინების დეფინიციასთან დაკავშირებით, ასევე აღსრულების თავისებურებებისა და შესაბამისი პროცედურების თაობაზე, რის შესახებაც ორი კვირის შემდეგ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გაგრძელდება მსჯელობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა