საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ ბრუნეი დარუსალამის სულთანს, მის უდიდებულესობა ჰაჯი
ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზადინ ვადაულაჰს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ბრუნეიში ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ცერემონიაში 23-მა არარეზიდენტმა ელჩმა მიიღო მონაწილეობა.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა აუდიენცია, სადაც მხარეებმა საქართველოს და ბრუნეი დარუსალამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები მოკლედ განიხილეს.

















