logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პარლამენტში საომარ მოქმედებებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს
პარლამენტში საომარ მოქმედებებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს
18:26 14.03.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები ორგანიზაცია Give an Hour-ის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, ბარბარა ვან დალენს და Allied Forces Foundatios - ის პრეზიდენტს, სტიუარტ ტეილორს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას საბრძოლო მოქმედებებში და მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა და მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაცია გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს საზოგადოებაში რესოციალიზაციას უწყობს ხელს.



„როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ბრძოლებში და მისიებში დაშავებულ ჩვენ ჯარისკაცების საკითხს, მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სწორედ აღნიშნულ სერვისებს ახორციელებს ორგანიზაცია, რომელიც გამოცდილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საქართველოში მათი სერვისების გამოყენებას და მათი კომპეტენციის რეალიზება მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მანვე თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა აღნიშნული თემის დაინტერესებისთვის და იმ ყურადღებისთვის, რასაც უწყება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ იჩენს.



უცხოელ სტუმრებთან გამართულ შეხვედრას ფრაქციის წევრები სოფო კილაძე, ირაკლი სესიაშვილი და რატი იონათამიშვილი დაესწრნენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხარდაჭერა როგორც საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის.



„სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში მსოფლიო თანამეგობრობა აქტიურად გვიდგას გვერდით. ისინი მკურნალობის კურსებს ევროპის და ამერიკის წამყვან კლინიკებში გადიან, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აწყდებიან გარკვეულ ბარიერებს როგორიცაა არაადაპტირებული გარემო, ის სტერეოტიპები და სტიგმა, რაც შშმ პირების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერების ნგრევა დაიწყოს და ამ პროცესში პირველი ეტაპი მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა