არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა,
პრეზიდენტის სასახლეში, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაურისიო მაკრის რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ საქართველოს ელჩი არგენტინის პრეზიდენტთს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრას არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხორხე ფორი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო და სტრატეგიულ საკითხებში- ფულვიო პომპეო ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ ხოსე სან მარტინის მოედანზე, საქართველოს სახელით, ირაკლი ყურაშვილმა სამხედრო ჰიმნის თანხლებით, გენერალ სან მარტინის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

















