პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ გამართულ დებატებს უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი თარგამაძე თავის გამოსვლაში აქცენტებს ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთებს, თუმცა, საუბარი ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სფეროებსაც შეეხება.
"ჩვენს ამომრჩეველს წინა წლებში პრეზიდენტის მოსვლიდან თუ რაიმე ახსოვს,ეს "ქრისტიან–დემოკრატების" აქტიური გამოსვლები და კონკრეტული იდეების შეთავაზებაა. კონკრეტული ალტერნატივები ხვალინდელ შეხვედრაზეც გვექნება", – განაცხადა ვეფხვაძემ.
პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით ხვალ გამოვა, რომლის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება.

















