logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებაში პრაგმატული პოლიტიკის კურსია ასახული
ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებაში პრაგმატული პოლიტიკის კურსია ასახული
09:09 14.03.2018
„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, განცხადებაში ასახულია უმნიშვნელოვანესი პრინციპები - დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს პრინციპები და ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპები: ეს არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები დაკავშირებულია, ასევე, ჩვენს დასავლურ კურსთან და ეს ყველაფერი არის ის, რასაც ეფუძნებოდა, ასევე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის განცხადება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მხრიდან საპასუხოდ გაკეთებული განცხადება კონსტრუქციული და კორექტული არ იყო, მით უმეტეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე.

„რაც შეეხება რუსულ რეაქციას, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი. შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, მთავარია, რომ მუდმივად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
რა თქმა უნდა, განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და რუსეთის ფედერაცია, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომით და რაციონალური მიდგომით უპასუხებს“,-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა