logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში საჯარო ინფორმაციის მოდულისა და ვებგვერდის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში საჯარო ინფორმაციის მოდულისა და ვებგვერდის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა
08:33 14.03.2018
საქართველოს პარლამენტში ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა.



ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.



ღონისძიება ირინა ფრუიძემ, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.



„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება საჯარო მმართველობის გაუმჯობესებაში არის ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ არის საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება, მათ შორის, დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება“,-განაცხადა ირინა ფრუიძემ.



პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციას და კერძო პირს, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.



ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ყველა რეფორმას.



„დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის“,-განაცხადა ვინსენტ რეიმ.



პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა.



„პარლამენტი ძალიან აქტიურია ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ ჩართულიყო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. 2017 წლის გეგმის შესრულებაც, მეტწილად დიდი წარმატებით, სწორედ ამას მოწმობს. საქართველოს პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელმაც მისცა საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებს და თითქმის ყველა დაინტერესებულ პარტნიორს, რომ მონაწილეობა მიეღო ღიაობის გეგმების განვითარების პროცესში. ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც პარლამენტს ექნება ამ პროდუქტების გადაცემის შედეგად, სწორედ ამ გეგმით აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი ნაწილია“,-განაცხადა გიგი ბრეგაძემ,



ლევან ავალიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ისაუბრა ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე საკანონმდებლო პროცესის ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.



ღონისძიების ბოლოს გაიმართა საქართველოს პარლამენტისათვის ახალი ტექნოლოგიების ოფიციალური გადაცემა და შესაბამის მემორანდუმზე ხელის მოწერა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთი უკლებამ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა