logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსს შეხვდნენ
სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსს შეხვდნენ
18:32 13.03.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის, დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსს ალან პარფიტს შეხვდნენ.


შეხვედრისას, სოფიო ქაცარავამ სტუმარს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა კომიტეტის როლზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე, საზედამხედველო საქმიანობაზე და კომიტეტის ახალ სტრატეგიაზე, რომლის შემუშავებაც დასასრულს უახლოვდება.


მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და მიღწეულ პროგრესზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას.


მამუკა მდინარაძემ ბრიტანელ სტუმარს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები გააცნო და ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.


„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, კომიტეტის ზედამხედველობის განხორციელების სფეროები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მოხარული ვარ, რომ საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება და მათი მხრიდან არსებობს უდიდესი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“ - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა