logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად
თამარ ჩუგოშვილი: საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად
17:53 13.03.2018
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროში საქართველოსა და მონღოლეთის წარმომადგენლობების ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და გაძლიერების სფეროში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, კახა იმნაძე - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და გუამარალ ალტანგერელი - გაეროში მონღოლეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაუძღვნენ.
მსჯელობის მონაწილეებს პატრიკ კოლერმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობისა და მშვიდობის შენების კლასტერის დირექტორმა, და ნილს სკოტმა - გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში მიმართეს .
"განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ის არ ეფუძნება გენდერული თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ყველა დონეზე - ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლის სათემოებამდე. ეს ჭეშმარიტება ცხადად დაგვანახა როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესმა, ასევე 2030 გლობალურმა დღის წესრიგმა," - განაცხადა ნილს სკოტმა.
თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ქალის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების, უფლებების დასაცავად.
"საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამის ერთ-ერთი გზა გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის მიღება და ყველა დონეზე ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 30 პროცენტამდე გაიზრდება," - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ქალთა უფლებების დამცველმა და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის მფლობელმა ქეთევან ხოდაშელმა ისაუბრა.
"ოჯახების, თემებისა და სოფლების კეთილდღეობა ქალების შრომაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მათი უფლებები კვლავაც დაუცველია, ხოლო მათი ხმა საკმარისად არ ისმის გადაწყვეტილებების მიღების დროს. სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი როდია. ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წინსვლის საწინდარია", - განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.
მსჯელობაში ასევე ნეპალის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, განაშიამ ოჯიამ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ადგილობრივ და ფედერალურ არჩევით თანამდებობებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის სფეროში ნეპალის გამოცდილებაზე ისაუბრა.
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის მთავარი თემაა. სესიის მუშაობა ნიუ იორკში 12 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია გაეროს ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ორგანოა გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. კომისიის ყოველწლიურ სესიებში, წევრი ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე როგორც გაეროს პარტნიორები და აქტივისტები იღებენ მონაწილეობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა