საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა
თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას.
ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.

















