logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე:  ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პრემიერის შეთავაზება ამ ფორმატის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენებას გულისხმობდა
ირაკლი კობახიძე: ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პრემიერის შეთავაზება ამ ფორმატის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენებას გულისხმობდა
15:03 13.03.2018
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჟენევის ფორმატში უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება. შესაბამისად, ეს ფორმატი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.
მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც სწორედ ამ აქტიურობას გულისხმობდა.
"ჟენევის ფორმატს ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს. ჟენევის ფორმატში განიხილება უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ფორმატი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული და პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებულიყო ჟენევის ფორმატი, მათ შორის შეთავაზება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამაღლდეს განხილვების რანგია, საუბარია პლენარულ განხილვებზე",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთავაზება მიიღებს კონსტრუქციულ პასუხს მეორე მხარიდან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს მკაფიო ხაზი და პრემიერის განცხადებაც ამ ხაზის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, თუმცა როდესაც საუბარია დიალოგზე, ქართული მხარის პრინციპები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

"ჩვენ გვაქვს მკაფიო ხაზი. ეს მკაფიო ხაზი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, რომ შევთავაზოთ დიალოგი რუსეთის მხარეს იმისათვის, რომ რუსეთ -საქართველოს კონფლიქტი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რასაც მუდმივად ვუსვამთ ხაზს და ეს წითელი ხაზები არის დაკავშირებული ორ რამესთან. ერთი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და წითელი ხაზი, რომელიც ვერ გადაიკვეთება და არ გადაიკვეთება, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების მიერ და ჩვენი, ზოგადად, ხალხის მიერ. მეორე, ეს არის ჩვენი სწრაფვა დასავლური ინტეგრაციისკენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს წითელი ხაზები იქნება აუცილებლად გათვალისწინებული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია დიალოგთან.

კიდევ ერთხელ, დიალოგისთვის ჩვენ ვართ მზად, თუმცა, გვაქვს, რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენი პრინციპები და როდესაც საუბარია დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ყველამ უნდა გაითვალისწინოს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა