logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს
13:26 13.03.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად მძიმე წარსულისა, საქართველოს მთავრობა ვალდებულია გამონახოს ყველა შესაძლებლობა, რათა საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყოს მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომლობა.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მრავალ ეთნიკურ და რელიგიურ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მან რუსეთის უმაღლეს ხელისუფალს პირდაპირი დიალოგი და ჩიხში შესული ურთიერთობების დალაგება შესთავაზა, მინდა სკეპტიკოსებს შევახსენო, რომ სამწუხაროდ ისტორიულად ჩვენი ქვეყანა ოკუპაციის არაერთ ათწლეულს ითვლის. მიუხედავად დამყრობლების აგრესიისა და გამოწვევების, ჩვენ ყოველთვის გამოზომილი და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას ვცდილობდით. შედეგად, საქართველო რეგიონში წარმოადგენს მრავალ ეთნიკურ და რელიგიურ სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებულია ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე. მიუხედავად მძიმე წარსულისა, საქართველოს მთავრობა ვალდებულია გამონახოს ყველა შესაძლებლობა რათა საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყოს მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომლობა, ეს კი პირდაპირი დიალოგის გარეშე შეუძლებელია“- განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, ნათელია, რომ პროცესები იმართება რუსეთიდან და მისი ნების გარეშე „ოფიციალური“ სოხუმი და ცხინვალი ვერ გადმოდგამს შემხვედრ, ადეკვატურ ნაბიჯს.
„რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციამ და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ ქართულ-რუსული ურთიერთობები ისეთ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსავალი დღემდე ვერ მოიძებნა. ოსებისა და აფხაზების მტრებს, რომლებიც მრავლად არიან ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში დაინტერესებულები არიან სტატუს ქვოს შენარჩუნებით და ჩვენს მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ განაწყობენ ადგილობრივ მოსახლეობას. მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება შეიძლება იქცეს ყოველი ჩვენგანის უსაფრთხო ცხოვრების გარანტი. ყველასთვის ნათელია, რომ პროცესები იმართება რუსეთიდან და მისი ნების გარეშე „ოფიციალური“ სოხუმი და ცხინვალი ვერ გადმოდგამს შემხვედრ, ადექვატურ ნაბიჯს. ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა სწორედ ამას ადასტურებს. ასეთი დამოკიდებულება მიცვალებულთან ეწინააღმდეგება მთის ტრადიციებს და სამარცხვინოა ოსებისთვის. ამით ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა მხოლოდ საკუთარ უსუსურობას ამტკიცებს და შეურაცმყოფას აყენებენ თავიანთ ადათ-წესებს. აქვე გვერდს ვერ აუვლით უდანაშაულოდ მოკლული ოთხოზორიას საქმეს, რომელსაც დაუსჯელობის კვალი მკაფიოდ გასდევს. განუკითხაობა, დაუსჯელობა და ქაოსი ეს არის ის, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და ამას ბოლო უნდა მოეღოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჟენევის დისკუსიამ მოამზადოს საფუძველი ახალი, უფრო მაღალი ორმხრივი შეხვედრის პლატფორმის შექმნისათვის, სადაც შესაძლებელი გახდება ისეთ საკითხებზე შეთანხმება, რომელზეც პროგრესის მიღწევა ჟენევაში ვერ ხერხდება.
ახალი ეპოქა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ჩვენი ვალია გავაერთიანოთ მავთულხლართით გაყოფილი საზოგადოება და საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ დევნილი მოსახლეობა“- განაცხადა ყოლბაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა