პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას
განცხადებით, კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს.
კუჭავას თქმით, „სითი პარკი“ 10 აპრილიდან ისტორიას ჩაბარდება.
„კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს. „სითი პარკი“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო დანატოვარს წარმოადგენდა, 10 აპრილიდან ისტორიას ჩაბარდება.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნება ყველა თბილისელისთვის და გააჩუმებს ყველა ოპონენტს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისს ჰყავს მერი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ თბილისი რაც შეიძლება მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“- განაცხადა კახა კუჭავამ.

















