პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს
იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება.
ამის შესახებ მდინარაძემ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე კახა კალაძის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება.
კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.
თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ ,,სი-ტი პარკი” არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“- განაცხადა მდინარაძემ.

















