პარლამენტარის, გიორგი ხატიძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმის მთავარი ამოცანები
პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებაა.
ამის შესახებ ხატიძემ დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში განიხილეს.
„საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანები პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებით და საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა. რეფორმის შინაარსი გულისხმობს განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წესით განახორციელებს შენატანებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. დაგროვილი თანხის ინვესტირება განხორციელდება, რის შედეგადაც მას დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისად, მოცულობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება საჭიროა და ის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“- განაცხადა პრემიერი.

















