საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ბოლო დროს დაგროვებითი
საპენსიო რეფორმა, ისევე როგორც არაერთი უმნიშვნლოვანესი ინიციატივა, აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმა, რომელზეც მთავრობა დიდი ხანია მუშაობს, რეალურად შექმნის ჩვენი საპენსიო ასაკის მოქალაქეების ღირსეული ანაზღაურების სტაბილურ საფუძველს. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ჩვენ რომ 20 წლის წინ დაგვეწყო, დღეს გაცილებით მეტი საპენსიო ანაზღაურება გვექნებოდა ჩვენი უფროსი თაობისათვის. ამ ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მოდელი ოპტიმალური მიდგომაა ამ მასშტაბური რეფორმის განხორციელებისა და წარმატებისათვის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა ითვალისწინებს როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი ჩართვის მექანიზმებს, ასაკობრივი და დასაქმების პარამეტრების გათვალისწინებით"-განაცხადა ჯაშმა.

















