საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.
მთავრობის მეთაურმა, ასევე, „შეჰიდების ხეივანში“ გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

















