საქართველოს პარლამენტის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები ირანის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობისა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შალვა კიკნაველიძე მიესალმა სტუმრებს და ირანელ კოლეგებს მეგობრობის ჯგუფის წევრები გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ირანის მეგობრობის დიდი ისტორია და ითქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ორი ქვეყნის მოსახლეობას უფრო ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა.
ირანის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯაფარ ფურიმ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს . ირანულმა მხარემ ეკონომიკურ სფეროში, საბანკო სექტორში, ასევე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრობლობის თაობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა .
მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და სტუმრებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

















