საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს თქმით, საქართველოს აქვს
მკაფიო თვალთახედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან, რაც საქართველოში 2012 წლიდან ჩამოყალიბდა.
მისივე განცხადებით საქართველოს წითელი ხაზები აქვს დეოკუპაციასთან.
" ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო თვალთახედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან მიმართებით. ეს ხედვა არის საქართველოში ჩამოყალიბებული 2012 წლიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, მშვიდობიანი და პრაგმატული. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც აქვს მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები დეოკუპაციასთან. თითოეული მოქალაქე არის ერთგული რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რასაც ქვია დასავლური ინტეგრაცია.
მე დიდი იმედი მაქვს ძალიან აქტიურად იმ პროცესში ჩართული, რომელიც არის დაკავშირებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან, ასევე ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან და შესაბამისად დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება".- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















