logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 იან კელი: კარგი იქნება, თუ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით ორპარტიული რეზოლუცია მიიღება
იან კელი: კარგი იქნება, თუ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით ორპარტიული რეზოლუცია მიიღება
18:33 09.03.2018
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ორპარტიულ რეზოლუციას მიიღებს.

„რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მესმის, რომ ასეთი მოთხოვნა არის, რადგან როდესაც დანაშაულია ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ჯერ ოთხოზორიას, ახლა კი ტატუნაშვილის საქმეში, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აშშ-ში მსგავსი სია არის, რომელსაც „მაგნიცკის სიას“ ვუწოდებთ. არის გარკვეული სანქციების ჩამონათვალიც, რომელიც მაგნიცკის მკვლელობას უკავშირდება. აუცილებელია დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელიც ამ ორ შემთხვევაში არ გვქონია. ძალიან კარგი იქნება, თუ ორ პარტიულ რეზოლუციას მიიღებენ“- განაცხადა კელიმ.
კელიმ ასევე ტატუნაშვილის გადმოსვენებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აშშ ამ საკითხის მოგვარებაში საქართველოს ძალისხმევას მხარს უჭერს.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ეს საკითხი გადაჭრას. შედგა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სხვადასხვა დიპლომატიური არხებით ჩართული ვართ და რუსეთის ხელისუფლებასთან ვკონტაქტობთ. მოვუწოდებთ მას, რომ ცხედარი დაუყოვნებლივ ოჯახს დაუბრუნონ“- განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ რომ პარლამენტში ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით რო რეზოლუციაზე მსჯელობენ. ერთი მათგანი „ევროპილ საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო მეორე მმართველი გუნდის მიერაა ინიცირებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა