logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრეზედენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
პრეზედენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:07 09.03.2018
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც იენს სტოლტენბერგის რეზიდენციაში გაიმართა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. შეხვედრაზე მხარეებმა სამიტისთვის ალიანსის მზადების საკითხზე და მასზე საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ხოლო პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას კი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.
შეხვედრის მსვლელობისას იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა