logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა კოლეგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
მარიამ ჯაშმა კოლეგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
22:24 07.03.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო კოლეგებს. მისი განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში განათლება არის აღიარებული ნომერ პირველ პრიორიტეტად და კომიტეტი ეტაპობრივად, საგაზაფხულო სესიაზე არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას განახორციელებს განათლების ყველა ეტაპზე.

„დღეს მინდა გამოვეხმაურო უმაღლესი განათლების შესახებ იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. აღნიშნული ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციას ევროპულ სივრცესთან“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, რომელიცმისივე მოსაზრებით, განსაკუთრებით საყურადღებოა მოსწავლეების, აბიტურიენტებისა თუ სტუნდენტებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ განახლებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესი. წელს 28 უმაღლესი სასწავლებელი გაივლის ხელახალ ავტორიზაციას. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ობიექტური პროცესი და ხარისხის კომპრომისი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. ავტორიზაციის პროცესი არის უნიკალური შანსი, რომ საქართველოში მიღებულ უმაღლეს განათლებას ჰქონდეს ხარისხის შტამპი, ის შტამპი, რომელიც იქნება ჩვენი შვილების განათლებისა და ცოდნის დამადასტურებელი და, ასევე, საერთაშორისო დონეზე აღიარების ინსტრუმენტი“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. ამასთან დაკავშირებით, მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება უმაღლესი განათლების საკანონმდებლო სივრცეში.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას კომიტეტს ჰქონდა გასვლითი სხდომა განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად. კომიტეტის თავმდჯომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის შემადგენლობაში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს კონსტრუქციულობისთვის. „განათლების სფერო ყოველთვის გამოირჩეოდა კონსტრუქციულობით და საქმეზე ორიენტირებული მსჯელობით“, - ხაზგასმით აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების დღევანდელი მოდელის ფუნდამენტური გადახედვა და შეფასება მსოფლიო ბანკის მონაწილეობით „ წელს, იმისთვის, რომ ჩვენს აბიტურიენტებს და სტუდენტებს არ შეექმნათ დამატებითი ფინანსური ბარიერები, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ოდენობა კვლავ 2250 ლარზე შენარჩუნდება. აღნიშნული ცვლილება უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე და ამ პროცესებით ჩვენ როგორც ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ასევე უწყვეტობის გარანტიებს შევქმნით გარდამავალ ეტაპზე“, - განმარტა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, მომდევნო წლიდან საქართველოს ექნება აბსოლუტურად განახლებული ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაზე, რომელიც მისივე მოსაზრებით, იქნება უფრო ადეკვატური და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. „ასევე უახლოეს პერიოდში ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გვექნება შეჯერებული პოზიციები ინკლუზიური განათლების ხარისხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელსაც ელოდებიან სპეცპედაგოგები. გვექნება ცვლილებები სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინოსტროსა და იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიის მიერ ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები მასწავლებლების პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებით. „საუბარია მოქნილობის მექანიზმზე ხარისხის კომპრომისის გარეშე, რათა განსაკუთრებით დეფიციტურ პროფესიებში, ასევე, სოფლად სკოლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ, რომ ჰყავდეთ შესაბამისი დისციპლინის პედაგოგები“ , - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა