logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის კრებაში მიიღო მონაწილეობა
ვახტანგ მახარობლიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის კრებაში მიიღო მონაწილეობა
17:54 07.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაში მიიღო მონაწილეობა და ეროვნული პლატფორმის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ჩართო ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის პროცესში და წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა დაამკვიდრა“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საკუთარ გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენი სურვილია, რომ არამხოლოდ შეუფერხებლად გავაგრძელოთ, არამედ კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული მიმართულებებით თანამშრომლობა“ - განაცხადა მახარობლიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა